უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფანი დღეს არ გაიხსნება, რადგან ამ საკითხზე შეთანხმება არ არსებობს
უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფანი დღეს არ გაიხსნება, რადგან ამ საკითხზე შეთანხმება არ არსებობს

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფანი დღეს არ გაიხსნება, რადგან ამ საკითხზე შეთანხმება არ არსებობს.

„ამიტომ ჩვენ მივმართეთ გაერო-ს გენერალურ მდივანს, იყოს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის ინიციატორი და გარანტორი. საუბარია დერეფანზე მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომლებიც „აზოვსტალში“ რჩებიან. კერძოდ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ჰუმანიტარულ კოლონაში იყვნენ გაერო-ს და წითელი ჯვრის წარმომადგენლები“, – განაცხადა უკრაინის ვიცე პრემიერმა

შეგახსენებთ, მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დღეს, კიევის დროით 14:00 საათიდან მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის „აზოვსტალიდან“ გასასვლელ დერეფანს გახსნიან.