რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მზად არიან, მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გაუშვან
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მზად არიან, მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გაუშვან

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მზად არიან, მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გაუშვან. როგორც მოსკოვში განაცხადეს, დღეს 25 აპრილს, კიევის დროით 14:00 საათიდან რუსი სამხედროები ცეცხლს არ გახსნიან და მისცემენ საშუალებას ქარხანაში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს, ტერიტორია დატოვონ.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ჰუმანიტარული დერეფანი უკვე 36 დღეა, მოქმედებს, რასაც უკრაინული მხარე არ ადასტურებს და აცხადებს, რომ რუსეთის არმია დაპირებას არ ასრულებს და ცეცხლს არასდროს წყვეტს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისას რუსი სამხედროები თეთრ დროშებს აწევენ.