უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი - რუსული პროდუქციის ყიდვისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი - რუსული პროდუქციის ყიდვისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს

უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსანდრ ტურჩინოვის თქმით, რუსული პროდუქციის შესყიდვისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. ინფორმაციას უკრაინული ტელეკომპანია 112 ავრცელებს.

როგორც ტურჩინოვმა ტელეარხის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რუსეთში პროდუქციის ყიდვისთვის მორალურის გარდა, სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა არსებობდეს.

„ადამიანები, ვინც რუსეთში ყიდულობენ პროდუქციას, რომლის შეძენაც უკრაინაშიც არის შესაძლებელი, აგრესორ ქვეყანას ფინანსურად ეხმარებიან. ეს სირცხვილია. ჩემი აზრით, მორალურის გარდა, უნდა დაწესდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც“, – განაცხადა ტურჩინოვმა.

ტურჩინოვმა კომენტარი იმ ინფორმაციაზე საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც უკრაინულმა კომპანია „უკრზალიზნიცამ“ „რუსეთის საკრინიგზო გზებისგან“ ჯილდოს ნიშნები შეიძინა. მოგვიანებით უკრაინულ კომპანიაში განაცხადეს, რომ რუსეთისგან აღნიშნული პროდუქციის შესყიდვა შეაჩერეს.