უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნიდან საქართველოს რვა მოქალაქე გამოაძევა

01:09, 18.11.2017

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნიდან საქართველოს რვა მოქალაქე გააძევა. ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახური სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ავრცელებს.

რვა ადამიანის გაძევება უსაფრთხოების სამსახურის, ნაციონალური პოლიციის, მიგრაციული და სასაზღვრო სამსახურების ჩართულობით მოხდა. დეპორტაციის გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიგრაციული სამსახურისა და პოლიციის მასალებზე დაყრდნობით მიიღო, რომელთა თანახმადაც, აღნიშნული პირების საქმიანობა უკრაინის ნაციონალურ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

https://www.facebook.com/SecurSerUkraine/videos/2029086480654680/?fref=gs&dti=1573883272846831&hc_location=group

მსგავსი