უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოდესაში, პოლიციის შენობაში აფეთქება ტერაქტის მცდელობად შეაფასა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოდესაში, პოლიციის შენობაში აფეთქება ტერაქტის მცდელობად შეაფასა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოდესაში, პოლიციის შენობაში აფეთქებას ტერორისტული აქტის მცდელობად აფასებს.

ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

23 მარტს მომხდარი აფეთქების შედეგად სამი პოლიციელია დაშავებული.

„უსაფრთხოების სამსახური პოლიციის შენობაში მომხდარ აფეთქებას ტერორისტული აქტის მცდელობად აფასებს და უკვე დაიწყო შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოება“, – ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ცნობით, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით ექვს საათზე მოხდა, მას შემდეგ, რაც უცნობი ქალი შენობაში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერებით შევიდა.