უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დიმიტრი მედვედევზე, სერგეი შოიგუზე, მარია ზახაროვასა და სხვა რუს მაღალჩინოსნებზე ძებნა გამოაცხადა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დიმიტრი მედვედევზე, სერგეი შოიგუზე, მარია ზახაროვასა და სხვა რუს მაღალჩინოსნებზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, დიმიტრი მედვედევზე ძებნა გამოაცხადა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის ხელისუფლება მედვედევს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაში სდებს ბრალს. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლი ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში ასევე არიან რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, სახელმწიფო დუმის სპიკერი სერგეი ვოლოდინი, ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლა პატრუშევი, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები.