უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტებში კონტრდაზვერვით ღონისძიებას ახორციელებს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტებში კონტრდაზვერვით ღონისძიებას ახორციელებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის სამ რეგიონში, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტებში კონტრდაზვერვით ღონისძიებას ახორციელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა ჟიტომირის, როვნოსა და იმიერკარპატების ოლქში მიმდინარეობს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიიღება ზომები „რელიგიური თემების „რუსული სამყაროს უჯრედად“ გამოყენების თავიდან ასაცილებლად და მოსახლეობის დასაცავად პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისგან“.

მედიის ცნობით, უკრაინაში ეძებენ პირებს, რომლებიც შესაძლოა, ჩართულნი იყვნენ უკანონო ქმედებებში უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის საზიანოდ და აკრძალული ნივთების მიმოქცევაში.