უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გამოავლინა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯაშუშობდა

12:57, 09.05.2025

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი გამოავლინა, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯაშუშობდა.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ზაკარპატიის ოლქში დაკავებულია უნგრული სპეცსამსახურის ორი აგენტი.

„უკრაინის ისტორიაში პირველად, უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების ქსელი, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებდა ჩვენი სახელმწიფოს საზიანოდ. ამ ჯგუფის ამოცანა იყო ზაკარპატიის რეგიონის სამხედრო დაცულობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რეგიონის სახმელეთო და საჰაერო თავდაცვაში დაუცველი ადგილების ძიება და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებების შესწავლა. კერძოდ, მათი ქცევის სცენარების შესწავლა, თუ რეგიონში უნგრული ჯარები შევიდოდნენ“, – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ამასთან, უკრაინულ უწყებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაზვერვა ცდილობდა აგენტურული ქსელის გაფართოებას.

მსგავსი