უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული პროვოკაციებია მოსალოდნელი
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული პროვოკაციებია მოსალოდნელი

ყველა იმ პროვოკაციას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია განახორციელებს და აგრეთვე, მოხდება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან, ჩვენთან საერთო არაფერი აქვს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსი დანილოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ვერ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან შემოჭრას. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიზანმიმართული პროვოკაციებია მოსალოდნელი. ამისთვის გვაქვს შესაბამისი რეაგირება ჩვენი შეიარაღებული ძალების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებისგან“, – განაცხადა დანილოვმა.

დანილოვის თქმით, არის დიდი საფრთხე, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ოკუპირებულ დონბასში პროვოკაციებს განახორციელებენ.

„ჩვენი მონაცემებით, დღეს არის დიდი საფრთხე, რომ იქ მყოფი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გარკვეულ პროვოცირებას მოახდენენ. მათ შეუძლიათ, გააკეთონ ის, რასაც საერთო არ აქვს ჩვენს სამხედროებთან და სამსახურებთან“, – განაცხადა დანილოვმა.