უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გაახანგრძლივა
KYIV, UKRAINE - DECEMBER 28: (----EDITORIAL USE ONLY a MANDATORY CREDIT - "UKRANIAN PRESIDENCY / HANDOUT" - NO MARKETING NO ADVERTISING CAMPAIGNS - DISTRIBUTED AS A SERVICE TO CLIENTS----) Ukrainian President Volodymyr Zelenskyy addresses the Ukrainian Parliament in Kyiv, Ukraine on December 28, 2022. Zelenskiyy announced that they regained control of more than 1800 settlements captured by Russian forces in the Russia-Ukraine war. (Photo by Ukrainian Presidency / Handout/Anadolu Agency via Getty Images)
უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.
უმაღლეს რადაში გამართული კენჭისყრისას საომარი მდგომარეობის 6 აგვისტომდე გახანგრძლივების გადაწყვეტილებას 357-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ მხოლოდ ერთი დეპუტატი წავიდა.
ცნობისთვის, უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების ინიციატივით უმაღლეს რადას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. ამასთან, პარტია „ევროპული სოლიდარობის“ წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერს, რადგან ხელისუფლებას არ ჩაუტარებია დემობილიზაცია და არ დაუდგენია სამხედრო სამსახურის ზღვრული ვადა. შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უმაღლესმა რადამ უკვე მეთხუთმეტედ დაუჭირა მხარი საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას.