უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის კანონპროექტებს, რომელთა მიხედვითაც, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია კიდევ 90 დღით, 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდება
უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კანონპროექტებს, რომელთა მიხედვითაც, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია კიდევ 90 დღით, 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდება.
კანონპროექტს „უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცების თაობაზე“ მხარი დაუჭირა 313-მა დეპუტატმა, ხოლო კანონპროექტს „საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცების თაობაზე“ – 311-მა დეპუტატმა.
სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მოქმედებს.