უკრაინის უმაღლესმა რადამ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების თანამდებობებიდან გათავისუფლებას დაუჭირა მხარი

16:59, 19.11.2025

უკრაინის უმაღლესმა რადამ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, სვეტლანა გრინჩუკის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი პარლამენტის 315-მა წევრმა დაუჭირა. იუსტიციის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს გათავისუფლებას კი ხმა პარლამენტის 323-მა წევრმა მისცა.

მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გალუშჩენკოს გათავისუფლება ხდება კონსტიტუციის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-12 პუნქტის შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ რადას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის წევრების გათავისუფლების შესახებ.

რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო ვერ დაესწრება სესიას, რადგან ის მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. მისივე თქმით, მთავრობას წარმოადგენს ევროპული ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი ტარას კაჩკა.

ამასთან, პარლამენტის დაბარების მიუხედავად, სხდომაზე არ იმყოფებოდნენ გალუშჩენკო და გრინჩუკი. სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

მსგავსი