უკრაინის უმაღლესმა რადამ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ კანონი მიიღო

14:49, 31.07.2025

უკრაინის უმაღლესმა რადამ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ კანონი მიიღო.

ახალ კანონპროექტს 331-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ასევე კენჭი უყარეს დამტკიცებული დოკუმენტის პრეზიდენტთან ხელმოსაწერად დაუყოვნებლივ გადაგზავნას.

ამგვარად, 22 ივლისს მიღებული სკანდალური კანონპროექტი, რომელიც აღნიშნული ორი უწყებისთვის დამოუკიდებლობის ჩამორთმევასა და გენერალური პროკურატურისთვის მათ დაქვემდებარებას ისახავდა მიზნად, გაუქმებულია.

მსგავსი