უკრაინის უმაღლესი რადას წევრებმა სპიკერის თანამდებობაზე რუსლან სტეფანჩუკის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს

15:59, 08.10.2021

უკრაინის უმაღლესი რადას წევრებმა სპიკერის თანამდებობაზე რუსლან სტეფანჩუკის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. სტეფანჩუკი აღნიშნულ თანამდებობაზე დიმიტრი რაზუმკოვს ჩაანცავლოს, რომელის გათავისუფელბასაც რადამ გუშინ მისცა ხმა.

სტეფანჩუკი უკრაინის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი იყო. მის სპიკერად არჩევას 261-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

რუსლან სტეფანჩუკი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მმართველმა პარტიამ „ხალხის მსახურმა“ წარადგინა.

უკრაინული მედია რაზუმკოვის გათავისუფლების მიზეზად მასსა და პრეზიდენტის ოფისს შორის უთანხმოებას ასახელებს

მსგავსი