უკრაინის უმაღლესი რადას ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვში მართლმადიდებლურ ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში მართლმადიდებლურ ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე უკრაინის უმაღლესი რადა ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ ღვთისმშობლის ეკლესიის ფანჯრები, გარე ფასადი და სახურავი დაზიანებულია.
უკრაინის უმაღლესი რადა სოციალურ ქსელში დაზიანებული ეკლესიის ფოტოებსაც აქვეყნებს.
⚡️Російські терористи атакували Храм Смоленської ікони Божої Матері у Харкові.
Фото місцевих жителів.#StopRussia pic.twitter.com/m21nJfVEvz— Верховна Рада України (@verkhovna_rada) March 17, 2022