უკრაინის უმაღლესი რადას ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიას 219 ბავშვი ემსხვერპლა
უკრაინის უმაღლესი რადას ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის ომს 219 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
აღნიშნულის შესახებ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 623 ბავშვზე მეტი დაშავდა. 2022 წლის პირველი მაისის დილის მდგომარეობით, დაღუპულ ბავშვთა ოფიციალური რაოდენობა არ შეცვლილა – 219. დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა – 404-ზე მეტი“, – ნათვქამია უმაღლესი რადას განცხადებაში.
❗More than 623 children were injured in #Ukraine as a result of the armed aggression of 🇷🇺. As of the morning of May 1, 2022, the official number of child victims has not changed — 219. The number of injured has increased — more than 404.#WarCrimes #StopRussia #StopPutin pic.twitter.com/pJXvelS0vU
— Verkhovna Rada of Ukraine – Ukrainian Parliament (@ua_parliament) May 1, 2022