უკრაინული ტელევიზია – ქვეყნის 10 გუნდი თამაშების ჩაწყობაშია შემჩნეული

22:12, 28.05.2018

უკრაინის ჩემპიონატში მონაწილე 12 გუნდიდან 10 შემჩნეულია ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებაში, – ამის შესახებ უკრაინის ტელეარხ „2+2“-ის საფეხბურთო პროგრამაში გამოაცხადეს. მხოლოდ კიევის „დინამო“ და „შახტარი“ არ ფიგურირებენ საეჭვო თამაშებში.

უკრაინელი ჟურნალისტების მონაცემებით, შვიდ კლუბში („ვორსკლა“, „ზარია“, „კარპატი“, „ალექსანდრია“, „სტალი“, „ჩერნომორეცი“ და „ზვეზდა“) მატჩები ფიქსირებული შედეგით ახალგაზრდული გუნდების დონეზე ითამაშეს. „მარიუპოლი“, „ოლიმპიკი“ და „ვერესი“ ჩაწყობილ თამაშებში ძირითადი შემადგენლობებით მონაწილეობდნენ.

მსგავსი