უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს წარმატებები აქვთ ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით, ბერდიანსკის მიმართულებით 1 300 მეტრით წაიწიეს წინ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს წარმატებები აქვთ ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით, ბერდიანსკის მიმართულებით 1 300 მეტრით წაიწიეს წინ

უკრაინის თავდაცვის ძალებს წარმატებები აქვთ ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით, ბერდიანსკის მიმართულებით არის 1 300 მეტრით წინსვლა, – ამის შესახებ ტელეგრამარხში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი წერს.

„გრძელდება ჩვენი თავდაცვის ძალების შეტევითი ოპერაცია მელიტოპოლის, ბერდიანსკისა და ბახმუტის მიმართულებებით. ჩვენები მტერს ხელიდან „გლეჯენ“ მიწის თითოეულ მეტრს მძიმე ბრძოლაში. აქვთ წარმატებები. ამავე დროს მტერი განაგრძობს შეტევას ლიმანის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებებით. წარუმატებლად. ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიმართულებებით ვანადგურებთ მტერს. თავდაცვისთვის მტერი ახორციელებს თავისი ყველა რეზერვის მობილიზებას, საზღვაო ქვეითთა ბრიგადისაც, რომელიც თავის დროზე ხერსონიდან გაიქცა. ბერდიანსკის მიმართულებით არის წინსვლა 1 300 მეტრით“, – წერს ანა მალიარი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა მოიპოვეს ოპერატიული ინიციატივა ფრონტის ამ მონაკვეთზე. ანა მალიარის თქმით, მოწინააღმდეგე ცდილობს დაკავებული პიზიციების შენარჩუნებას, კონტრიერიშებს ახორციელებს, თუმცა თანდათან უკან იხევს. მისივე ინფორმაციით, კლეშეევკის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა 1 200 მეტრით წაიწიეს წინ, კურდიუმოვკის მიმართულებით კი – 1 500 მეტრით. არსებული ცნობებით, შეტაკებები ქალაქის ფლანგებზე გრძელდება. მალიარის თქმით, საერთო ჯამში, ბახმუტის მიმართულება კვლავ ურთულესია, იქ აქტიური შეტაკებები გრძელდება.