უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები აძლიერებენ შეტევითი მოქმედებების ინტენსივობას და ყველაზე მძიმე მდგომარეობა ბახმუტის მიმართულებაზეა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები აძლიერებენ შეტევითი მოქმედებების ინტენსივობას და ყველაზე მძიმე მდგომარეობა ბახმუტის მიმართულებაზეა

რუსი ოკუპანტები აძლიერებენ შეტევითი მოქმედებების ინტენსივობას. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამჟამად ბახმუტის მიმართულებაზეა შექმნილი, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა ტელეგრამარხზე დაწერა.

„ფრონტზე სიტუაცია რთულია. მტრის არმია შეტევითი მოქმედებების ინტენსივობას ზრდის. ყველაზე რთული მდგომარეობა ბახმუტის მიმართულებაზეა. შეტევითი მოქმედებების დროს მტერი გამოფიტვის და ტოტალური ნგრევის ტაქტიკას მიმართავს. ამასთან, მტერი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის, ყოველდღიურად კარგავს 600-დან 1000-მდე ადამიანს“, – წერს მალიარი.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები აქტიურ თავდაცვით მოქმედებებს მიმართავენ მოწინააღმდეგის რაოდენობრივი უპირატესობის პირობებში.