უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ Challenger 2-ის ტიპის ბრიტანული ტანკები უკვე უკრაინაშია
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ Challenger 2-ის ტიპის ბრიტანული ტანკები უკვე უკრაინაშია

Challenger 2-ის ტიპის ბრიტანული ტანკები უკვე უკრაინაშია, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. ალექსეი რეზნიკოვის თქმით, მან გამოცადა პარტნიორების მიერ მიწოდებული ახალი ტექნიკა.

რეზნიკოვმა ჩამოთვლილ ტექნიკაში, Challenger 2-ის გარდა, დაასახელა ქვეითთა ამერიკული ჯავშანმანქანები Stryker-ი და Cougar-ი, ასევე გერმანული წარმოების Marder-ი.

რეზნიკოვის თქმით, მალე უკრაინელი სამხედროების დახმარებით ახალი ტექნიკის უპირატესობას რუსი ოკუპანტები საკუთარ თავზე გამოცდიან.

„ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ პარტნიორების მხარდაჭერა ასეთი მძლავრი იქნებოდა, რომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო გადაიტვირთებოდა და საბოლოოდ წინააღმდეგობას გაუწევდა სისხლიან აგრესორს, ტერორისტ ქვეყანას – რუსეთის ფედერაციას. ერთ წელიწადში ყველაფერი შეიცვალა. უკრაინამ შეცვალა მსოფლიო. უკრაინელი ხალხის სიმტკიცემ და ჩვენი არმიის ოსტატობამ დაარწმუნა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ჩვენ უკვე ვიმარჯვებთ. ორკების „სპეცოპერაცია“ ხომ „გეგმის მიხედვით“ მიდის – ისინი სანგრებს თხრიან და გამაგრებას ცდილობენ“, – აღნიშნავს რეზნიკოვი.