უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 21 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, სავარაუდოდ, „კედრის“ სარაკეტო სისტემიდან განახორციელა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 21 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, სავარაუდოდ, „კედრის“ სარაკეტო სისტემიდან განახორციელა

21 ნოემბრის დილით რუსეთმა დაიწყო შეტევა უკრაინის ტერიტორიაზე ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით, სავარაუდოდ, „კედრის“ სარაკეტო სისტემიდან, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ამ რუსული რაკეტის ფრენის დრო ასტრახანის რეგიონში გაშვების მომენტიდან ქალაქ დნეპრში, სამიზნეზე დარტყმამდე 15 წუთი იყო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტა აღჭურვილი იყო ექვსი ქობინით, თითოეული კი – ექვსი მცირე საბრძოლო მასალით. ტრაექტორიის ბოლო მონაკვეთზე სიჩქარე 11 მახზე (13 475 კმ/ს) მეტი იყო.