უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი - რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის მოკვლის ბრძანება მიიღო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი - რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის მოკვლის ბრძანება მიიღო

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის მოკვლის ბრძანება მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, დრო აჩვენებს, წარმატებული იქნება თუ არა პრიგოჟინის მკვლელობის მცდელობები, თუმცა მკვლელობის ყველა პოტენციური მცდელობა არ იქნება სწრაფი.

„მათ გარკვეული დრო დასჭირდება იმისთვის, რომ შეიმუშაონ შესაბამისი მიდგომები და მივიდნენ იმ ეტაპზე, როცა მზად იქნებიან ფართომასშტაბიანი ოპერაციისთვის. მაგრამ, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის დიდი ღია კითხვა. შეძლებენ თუ არა ამას? გაბედავენ თუ არა ამ ბრძანების შესრულებას?“, – განაცხადა კირილ ბუდანოვმა.