უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი - დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე უფრო ღრმად განხორციელდება
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი - დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე უფრო ღრმად განხორციელდება

დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე სულ უფრო ღრმად განხორციელდება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა რუსეთის საჰაერო ბაზებზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არ აიღო, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი თავდასხმები გაგრძელდება.

„ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა კირილ ბუდანოვმა.

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ მოხარულია რუსულ ბაზებზე თავდასხმებით და კითხვას, იქნება თუ არა კიდევ თავდასხმები, უპასუხა: „ვფიქრობ, დიახ. უფრო და უფრო ღრმად.“

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, რის გამოც უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს.