უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიევში, ობოლონის რაიონში რუსეთის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები არიან
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიევის ობოლონის რაიონში რუსეთის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები არიან.
ამის შესახებ უწყება განცხადებას „ტვიტერის“ გვერდზე აქვეყნებს. სამინისტრო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ვთხოვთ მოქალაქეებს, შეგვატყობინონ ტექნიკის გადაადგილების შესახებ. დაამზადეთ მოლოტოვის კოქტეილები, გაანეიტრალეთ ოკუპანტები. მშვიდობიანო მცხოვრებლებო, ფრთხილად იყავით. არ დატოვოთ სახლები“, – წერია განცხადებაში.
❗️увага
На Оболоні ворожа ДРГ.
Просимо громадян повідомляти про пересування техніки!
Виготовляти коктейлі «Молотова», знешкоджувати окупанта!
Мирним мешканцям – бути обережними! Не покидати оселі!— Defence of Ukraine (@DefenceU) February 25, 2022