უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობები დატოვეს
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობები დატოვეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეპან პოლტორაკი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულებისთანავე „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, თანამდებობა დატოვა ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილი გრიცაკმა.

შეგახსენებთ, საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას ვლადიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას, თავდაცვის მინისტრის, გენერალური პროკურორისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ მთავრობა გადაწყვეტს ჩვენს პრობლემებს. სწორედ მთავრობაა ჩვენი პრობლემა“, – ზელენსკიმ რონალდ რეიგანის ციტატა წაიკითხა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს გადადგომისკენ მოუწოდა.