უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - მტერი ადვილად არ დანებდება, უნდა მოვემზადოთ, ეს იქნება ძალიან მძიმე ბრძოლა
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - მტერი ადვილად არ დანებდება, უნდა მოვემზადოთ, ეს იქნება ძალიან მძიმე ბრძოლა

მტერი წინააღმდეგობას გვიწევს და ამიტომ აუცილებელია მასთან მკაცრი ბრძოლისთვის მომზადება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

„აუცილებელია, გვესმოდეს, რომ მტერი ადვილად არ დანებდება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე ბრძოლა. რეალურად ეს არის ის, რაც ახლა ხდება“, – განაცხადა მალიარმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინელ სამხედროებს უჭირთ სამხრეთის მიმართულებით გადაადგილება რუსეთის არმიის წინააღმდეგობისა და ნაღმების გამო, თუმცა, ამასთან ერთად, განაცხადა, რომ უკრაინელი მცველები „მოძრაობენ ისე, როგორც უნდა მოძრაობდნენ და ყველაზე დიდი შედეგები ჯერ კიდევ წინ არის“.

მალიარის თქმით, არ არის აუცილებელი სამხედროების წარმატების განსაზღვრა მხოლოდ გათავისუფლებული დასახლებებით, რადგან „ოპერაციას“ აქვს რამდენიმე ამოცანა, რომელიც უკვე ხორციელდება.