უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ზელენსკიმ სენატორებთან დაგეგმილ ონლაინბრიფინგზე საუბარი ვერ შეძლო, რადგან უკრაინაში ომია და ვითარება მუდმივად იცვლება
უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ზელენსკიმ სენატორებთან დაგეგმილ ონლაინბრიფინგზე საუბარი ვერ შეძლო, რადგან უკრაინაში ომია და ვითარება მუდმივად იცვლება

ზელენსკიმ სენატორებთან დაგეგმილ ონლაინბრიფინგზე საუბარი ვერ შეძლო, რადგან უკრაინაში ომია და ვითარება მუდმივად იცვლება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

უმეროვმა განმარტა, რატომ გააუქმა ზელენსკიმ გამოსვლა აშშ-ის სენატში.

„ომია, სიტუაცია მუდმივად იცვლება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზელენსკი მადლიერია და ის ამას გააკეთებს შემდეგ ჯერზე, როცა შესაძლებელი იქნება“, – აღნიშნა უმეროვმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა ამერიკელ სენატორებთან ონლაინბრიფინგი, რომლის დროსაც მას ფრონტზე არსებული ვითარებისა და იარაღის საჭიროების შესახებ უნდა ესაუბრა. აშშ-ის სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ჩაკ შუმერის თქმით, ზელენსკიმ აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო.