უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული სამი „ორეშნიკის“ რაკეტიდან ერთ-ერთი გაანადგურეს
უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული სამი „ორეშნიკის“ რაკეტიდან ერთ-ერთი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული სამი „ორეშნიკის“ რაკეტიდან ერთ-ერთი გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვასილი მალიუკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მალიუკის მტკიცებით, ეს ექსკლუზიურად უკრაინის პრეზიდენტს ეცნობა და ამის შესახებ სხვა ქვეყნების რამდენიმე პრეზიდენტმაც იცოდა.

უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს ჰქონდა სამი „ორეშნიკის“ რაკეტის გაშვების შესაძლებლობა, ერთი მათგანი გამოიყენა, მეორე კი უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რუსეთს, სულ მცირე, ერთი გასროლა აქვს დარჩენილი.

„ერთი ასეთია. ჩვენი აზრით, წელს სამამდე ერთეული იქნა წარმოებული. ყოველწლიურად კი ექვსამდე ერთეულის წარმოება იგეგმება“, – განაცხადა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ოლეგ ივაშჩენკომ.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემის განლაგებას გეგმავს.