უკრაინის სუმის ოლქში, შოსტკას რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სუმის ოლქში, შოსტკას რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის სუმის ოლქში, შოსტკას რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინული მედიის ცნობით, მამაკაცის ცხედარი ვაგონში იპოვეს.

„71 წლის მამაკაცის ცხედარი შოსტკას რკინიგზის სადგურზე მტრის დრონის მიერ შეჯახებული ერთ-ერთი მატარებლის ვაგონში იპოვეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თავდასხმის შედეგად დაშავებულებს შორის სამი მცირეწლოვანია.

ცნობისთვის, რუსეთმა სუმის რკინიგზის სადგურზე სამგზავრო მატარებელი რამდენიმე საათის წინ დაბომბა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მოძრავი სამგზავრო მატარებელი რუსულმა ძალებმა გამიზნულად დაბომბეს. შემთხვევას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს არის ტერორი, რომლის იგნორირებაც მსოფლიომ არ უნდა დაუშვას და მხოლოდ ძალას შეუძლია მათი შეჩერება.