უკრაინის სს მინისტრი - იმიერკარპატების ოლქზე განცხადებებით უნგრეთი წითელ ხაზს მიუახლოვდა
უკრაინის სს მინისტრი - იმიერკარპატების ოლქზე განცხადებებით უნგრეთი წითელ ხაზს მიუახლოვდა

იმიერკარპატების ოლქზე განცხადებებით უნგრეთი წითელ ხაზს მიუახლოვდა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

იმერკარპატეთის ოლქში მცხოვრებ ეთნიკურ უნგრელებზე საუბრისას, პავლო კლიმკინმა უნგრეთი შეგნებულ მანიპულაციაში დაადანაშაულა.

კლიმკინმა შეშფოთება გამოთქვა უნგრეთის განცხადებაზე, რომელმაც იმიერკარპატეთის ოლქში ეუთოს მისიის მუდმივი განთავსება მოითხოვა.

„რა მისიაზე საუბარი, განა იქ რამე საფრთხეა? სასაცილოა, როდესაც უნგრეთის საკონსულო ამბობს, რომ იმიერკარპატეთის ოლქში ჩასვლა სახიფათოა“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კლიმკინმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრული ეროვნული უმცირესობის ქონებაზე თავდასხმებში უკრაინელები არ მონაწილეობდნენ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მანამდე თქვა, რომ უკრაინის ოლქში სადამკვირვებლო მისიის განთავსება ძალადობის ესკალაციის აღსაკვეთადაა აუცილებელი.

სიიარტოს თქმით, უკრაინაში განათლების კანონის მიღებით ეროვნული უმცირესობების უფლებები და საერთაშორისო სამართალი ირღვევა.