უკრაინის შსს-ს კოლეგიის წევრი - სააკაშვილის და საყვარელიძის მთავარი სურვილი სისხლისღვრაა
უკრაინის შსს-ს კოლეგიის წევრი - სააკაშვილის და საყვარელიძის მთავარი სურვილი სისხლისღვრაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც იძებნება, გარშემო ბოევიკები შემოიკრიბა, პოლიცია კი მათ პროვოცირებას და მკაცრი ზომების მიღებას ერიდება, რომ თავიდან აიცილოს სისხლისღვრა, – განცხადება ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრმა ანტონ გერაშჩენკომ გააკეთა, – წერს უკრაინული მედიასაშუალება newsone.ua.

„სააკაშვილის, საყვარელიძიას და სხვათა მთავარი სურვილია სისხლისღვრა, რათა სხვებს დაანახონ, რომ სცემენ. ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ. ახლა, ძებნაში მყოფი სააკაშვილი “კარვების ქალაქს” აფარებს თავს. მან გაასულელა ქართველი ხალხი და მათაც საპასუხოდ ის ქვეყნიდან გააგდეს. ამის შემდეგ, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა პოროშენკომ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, რაც უდიდესი შეცდომა იყო“, – განაცხადა გერაშჩენკომ.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრის თქმით, მალე სააკაშვილი ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხს აგებს – წერს უკრაინული მედიასაშუალება.