უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ორი დანიელი ჟურნალისტი დაჭრეს
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში ორი დანიელი ჟურნალისტი დაჭრეს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, რუსმა ოკუპანტებმა მათ სუმის რეგიონის დასახლება ოხტირკაში გაუხსნეს ცეცხლი.
გამოცემა „ექსტრა ბლადეტის“ დაჭრილი ჟურნალისტები, შტეფან ვეიჩერტი და ემილ ფიტენბორგ მიკელსენი პოლტავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია უკრაინაში დანიის საელჩო.