უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, კიევში 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა მოხვდა
უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, კიევში 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა მოხვდა

დღეს დილიდან კიევში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა 16 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია.

აფეთქების ტალღამ დააზიანა გვერდზე მდგომი მანქანები. დაზიანებულია შვიდი ავტომობილი.

ამჟამად კიევის თავზე სხვადასხვა მიმართულებით შეინიშნება დაკვამლიანება.