უკრაინის შსს – კვების ერთ-ერთ დაწესებულებაში მოქალაქეობის არმქონე პირი სააკაშვილი მ.ნ. აღმოვაჩინეთ

09:43, 13.02.2018

მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური სამხედროების, სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის წარმომადგენლებისა და სხვა სამართალდამცველი ორგანოების მიერ უკანონო მიგრანტების კონცენტრაციის ცალკეული ადგილების დამუშავების დროს დააკავეს – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„შეთანხმებული უწყებათაშორისი სამუშაოების ჩატარებისას, საზოგადოებრივი კვების ერთ-ერთ დაწესებულებაში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს მოქალაქეობის არმქონე პირი სააკაშვილი მ.ნ.“, – ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

12 თებერვალს უკრაინის სახელმწიფი სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავა და ის პოლონეთში გააძევა. პოლონეთმა მიხეილ სააკაშვილის რეადმისიის შესახებ უკრაინის თხოვნა დააკმაყოფილა.

მსგავსი