უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, წყალდიდობის შედეგად ხერსონის ოლქში დაღუპულია ოთხი და უგზო-უკვლოდ დაკარგულია 13 ადამიანი
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, წყალდიდობის შედეგად ხერსონის ოლქში დაღუპულია ოთხი და უგზო-უკვლოდ დაკარგულია 13 ადამიანი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს ცნობით, კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, წყალდიდობის შედეგად ხერსონის ოლქში დაღუპულია ოთხი და უგზო-უკვლოდ დაკარგულია 13 ადამიანი. ასევე ერთი დაღუპულია მიკოლაევის ოლქში.

იგორ კლიმენკო, რომელიც წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობს, აღნიშნავს, რომ, ბოლო მონაცემებით, ხერსონის ოლქში დატბორილი რაიონებიდან 2 412 ადამიანია ევაკუირებული.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ევაკუაციის დროს რუსეთის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაშავებულია 11 ადამიანი.

კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად ხერსონის ოლქში 48 დასახლებული პუნქტია დატბორილი, აქედან 14 დასახლება – დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მიკოლევის ოლქში დაიტბორა 23 დასახლება.