უკრაინის შეიარაღებულმა ძალებში აცხადებენ, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქი თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებში აცხადებენ, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქი თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის არმიის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ალექსანდრ კომარენკომ განაცხადა.

გენერალ-მაიორმა აღნიშნა, რომ ამ წარმატებების წყალობით თებერვალში უფრო მეტი ტერიტორია გათავისუფლდა, ვიდრე დაიკარგა.

„ჩვენი ტერიტორიის 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი უკვე გათავისუფლებულია. უკანა ზონაში შედარებით მცირე ტერიტორია გაწმენდილია იქ შეჭრილი მტრის ელემენტებისგან. დნეპროპეტროვსკის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია გათავისუფლებულია. სამი პატარა დასახლებული პუნქტი დასასრულებელია და კიდევ ორი გასაწმენდია“, – აღნიშნა ალექსანდრ კომარენკომ.

კომარენკომ ასევე განმარტა, რომ ეს იყო დაგეგმილი შეტევითი ოპერაცია, რომელმაც გაიარა დამტკიცებისა და კოორდინაციის ყველა პროცედურა. ოპერაციას ახორციელებდნენ სადესანტო-მოიერიშე ჯარები და ამ ტერიტორიის დამცველი მექანიზებული ბრიგადები.