უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდზე სარაკეტო იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები

00:32, 31.08.2026

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდზე იერიში მიიტანა. ინფორმაცია ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ შუვაევმა გაავრცელა.

მისი ცნობით, დაიღუპა ორი ადამიანი. მათ შორის 16 წლის მოზარდი. დაშავდა 12 მოქალაქე.

„გარდა ამისა, შემოვიდა ინფორმაცია საბრძოლო მასალის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ხანძრის გაჩენის შესახებ. ყველა საგანგებო სამსახური დაუყოვნებლივ გაემართა შემთხვევის ადგილებზე, რათა დარტყმების შედეგების ლიკვიდაცია მოეხდინათ“, – ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.

ტელეგრამარხებში გავრცელებული ინფორნაციით, ქალაქზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ხანძარი კი გაჩნდა ბელგოროდის თბოელექტროსადგურზე. გარდა ამისა, ხანძარი გაჩნდა საწყობებში, რომლებსაც მარკეტპლეისი „ოზონი“ იჯარით იყენებდა.

მსგავსი