უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი - აღმოსავლეთში ოპერატიული სიტუაცია რთული რჩება, მტერი არ წყვეტს შეტევით მოქმედებებს მთელ ფრონტზე
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი - აღმოსავლეთში ოპერატიული სიტუაცია რთული რჩება, მტერი არ წყვეტს შეტევით მოქმედებებს მთელ ფრონტზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი ალექსანდრ სირსკი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაციას რთულს უწოდებს. მისი თქმით, მტერი შეტევას მთელ ფრონტზე ახორციელებს. ამის შესახებ სირსკი ტელეგრამარხში წერს.

„აღმოსავლეთში ოპერატიული სიტუაცია რთული რჩება. მტერი არ წყვეტს შეტევით მოქმედებებს მთელ ფრონტზე. იმ მეთაურებთან ერთად, რომლებსაც აღმოსავლეთის მიმართულების თავდაცვა უკავიათ, დეტალურად გავაანალიზეთ სიტუაცია და განვიხილეთ მომდევნო მოქმედებების ვარიანტები“, – წერს სირსკი.

სირსკის თქმით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები თავდაცვის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, სამხედროების სიცოცხლის დასაცავად და საბრძოლო მასალების რაციონალური გამოყენებისთვის.