უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ფსიქიატრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ფსიქიატრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ფსიქიატრი ოლეგ დრუზი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. მას ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ მედია ავრცელებს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ოლეგ დრუზი მილიონ დოლარზე მეტით უკანონოდ გამდიდრდა.

ჩხრეკის დროს ნაპოვნია მისი კუთვნილი 152 ათასი დოლარი და 34 ათასი ევრო. არსებული ინფორმაციით, 2022 წლის შემდეგ მან შეიძინა სახლი კიევის რეგიონში, ორი ბინა კიევში, ერთი ბინა ოდესაში, BMW-ს მარკის ოთხი ავტომობილი და სხვა ქონება, რომლებიც, სავარაუდოდ, მეუღლეზე, შვილებსა და სხვა პირებზე გადააფორმა.

დრუზი სამხედრო-სამედიცინო კომისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის სამხედრო პერსონალის ვარგისიანობას ამოწმებს.