უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების 13 ერთეული საჰაერო სამიზნე გაანადგურეს
გასული დღის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების 13 ერთეული საჰაერო სამიზნე განადგურდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება.
„2022 წლის 16 აპრილს განადგურდა რუსი ოკუპანტების 13 ერთეული საჰაერო სამიზნე: ერთი ერთეული თვითმფრინავი, ერთი ერთეული ვერტმფრენი, ხუთი ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი, ექვსი ერთეული საკრუიზო რაკეტა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.