უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთი ანექსირებული ყირიმის ჩაკეტვას აპირებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთი ანექსირებული ყირიმის ჩაკეტვას აპირებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთი ანექსირებული ყირიმის ჩაკეტვას აპირებს. კიევში მიიჩნევენ, რომ ამ აკრძალვის მიზანია, არ ჩაიშალოს საგაზაფხულო გაწვევა.

ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის 58 არმიის შემადგენლობაში შემავალი 136-ე მოტომსროლელმა ბრიგადის ტაქტიკურმა ქვედანაყოფმა კურახოვსკის მიმართულებით მოქმედების დროს დიდძალი დანაკარგი ნახა. საუბარია 250 ადამიანზე და 10 ერთეულ რეაქტიულ სისტემაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, 20 აპრილს ნოვოაიდარის საავადმყოფოში გადაიყვანეს 220 რუსი სამხედრო და 50 დაღუპული ოკუპანტის ცხედარი.

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რუსეთის არმია აგრძელებს შეტევას ზარეჩნის რაიონში და რუბეჟნოესკენ წინ წაწევას ცდილობს.

მათივე ცნობით, რუსი სამხედროები აგრძელებენ ხარკოვის ბლოკირებას, ისვრიან უკრაინელი სამხედროების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მისამართით.

იზიუმის მიმართულებით, რუსი სამხედროები ცდილობენ წინ წაიწიონ დასახლებულ პუნქტ ზავოდის მიმართულებით. გრძელდება ბრძოლა ნოვტოშკოვკსის და პოპასნაიასთან. ასევე ოკუპანტები ცდილობენ მარინკას შტურმით აღებას.

სულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 შეტევის მოგერიება შეძლო.