უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის ფრონტზე 223 საბრძოლო შეტაკება მოხდა, მათგან 87 პოკროვსკის მიმართულებით
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის ფრონტზე 223 საბრძოლო შეტაკება მოხდა, მათგან 87 პოკროვსკის მიმართულებით.
მათივე ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინას დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებს შეუტიეს. ავიაიერიშების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ „შაჰედისა“ და სხვა ტიპის 86 უპილოტო საფრენი გამოიყენა. მათივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა 71 დრონი გაანეიტრალეს, 15-მა კი სამიზნეს მიაღწია.
გენშტაბის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში დარტყმების შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ლოზოვსკის ოლქში, ბაშილოვკაში ფერმის საზოგადოებრივი ცენტრი და რამდენიმე საწყობი განადგურდა.