უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, 16 სექტემბერს ფრონტის ხაზზე რუსეთ-უკრაინას შორის 148 საბრძოლო შეტაკება მოხდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, 16 სექტემბერს ფრონტის ხაზზე რუსეთ-უკრაინას შორის 148 საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, 16 სექტემბერს ფრონტის ხაზზე რუსეთ-უკრაინას შორის 148 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

გენშტაბის ანგარიშის თანახმად, რუსეთმა ერთი სარაკეტო და 47 საჰაერო დარტყმა განახორციელა და უკრაინულ ქალაქებს 69 მართვადი ბომბით შეუტია. ამასთან, რუსეთმა უკრაინის დასახლებული პუნქტებისა და სამხედროების პოზიციებზე იერიშისთვის ორი ათასზე მეტი დრონი გამოიყენა.

მათივე ცნობით, ყველაზე ცხელ წერტილებს პოკროვსკის, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულება წარმოადგენდა. ლიმანის მიმართულებით უკრაინულმა არმიამ – 12, სევერკის მხარეს – 19, ტორეცკის მიმართულებით კი 15 რუსული თავდასხმა მოიგერია. ამასთან, პოკროვსკის მიმართულებით რუსეთმა უკრაინულ პოზიციებს 46-ჯერ შეუტია.