უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა პოკროვსკის მიმართულებით დასახლება უდაჩნოე გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა პოკროვსკის მიმართულებით დასახლება უდაჩნოე გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა პოკროვსკის მიმართულებით დასახლება უდაჩნოე გაათავისუფლეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ მოიერიშე ჯგუფებმა ეტაპობრივად გაწმინდეს თითოეული შენობა და დასახლების თავზე უკრაინის დროშა აღმართეს.

შეგახსენებთ, რომ პოკროვსკის მიმართულება ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ მონაკვეთად რჩება. ამასთან, მედიაპროექტი Deep State-ი წერს, რომ რუსეთის ძალებმა დაიკავეს სოფელი ვოსკრესენკა დონეცკის ოლქში, ასევე წინ წაიწიეს დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქებში. კერძოდ, ანალიტიკოსების ცნობით, საოკუპაციო ძალებს წინსვლა აქვთ დნეპროპეტროვსკის ოლქში, დასახლება მალიევკასთან, ასევე ხარკოვის ოლქში, სოფელ კამენკასთან.