უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ადასტურებენ, რომ სარატოვში ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს იერიში
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ადასტურებენ, რომ სარატოვში ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს იერიში

უკრაინამ სარატოვში ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში, რომელიც ყოველწლიურად შვიდ მილიონ ტონამდე ნავთობს ამუშავებს, ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ადასტურებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს რუსეთის საწვავის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია.

გავრცელებულია ინფორმაციით, დრონით დარტყმის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა.

„უკრაინის თავდაცვის ძალები სისტემატურად აგრძელებენ ზომების მიღებას, რომლებიც მიმართულია მოწინააღმდეგის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ, რათა აიძულონ, შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთის ტერიტორიაზე არსებული თითოეული დაზიანებული ობიექტი, რომელიც მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ომის უზრუნველყოფაში, გვაახლოებს სამართლიან მშვიდობასთან“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.