უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთში, ქალაქ კსტოვოში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთში, ქალაქ კსტოვოში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს.

„ბიბისის“ ცნობით, კსტოვოში მდებარე ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესია, რომელიც კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის.

„უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის შემდეგ დაფიქსირდა ხანძარი ობიექტის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.

ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა, გლებ ნიკიტინმა დაწერა, რომ კსტოვოს სამრეწველო ზონის ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა დრონის ნამსხვრევები და ხანძარი გაჩნდა. მან არ დაადასტურა, რომ საუბარია კონკრეტულად „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

„ბისისის“ ცნობით, 2025 წელს უკრაინამ დრონების გამოყენებით უკვე მეორედ მიიტანა მასშტაბური იერიში რუსეთის ტერიტორიაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის ცხრა რეგიონში განადგურებულია 104 უკრაინული დრონი.

კსტოვოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 2024 წელსაც იყო უკრაინული დრონების სამიზნე.