უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ პოკროვსკში რუსული ქვეითი ჯარის წინააღმდეგ აქტიური კონტრშეტევა გრძელდება

09:34, 06.11.2025

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ პოკროვსკში რუსული ქვეითი ჯარის წინააღმდეგ აქტიური კონტრშეტევა გრძელდება.

„მიმდინარეობს ზომების მიღება მოწინააღმდეგის დასაბლოკად, რომელიც პოკროვსკში შეღწევასა და თავმოყრას ცდილობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა პოკროვსკის მიმართულებით უკრაინული ქვედანაყოფების პოზიციებზე წინსვლა 93-ჯერ სცადა.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პოკროვსკსა და კუპიანსკში მყოფი უკრაინული ჯარები ალყაში არიან მოქცეული და გადარჩენის შანსი, ნებაყოფლობითი დანებების გარდა, არ აქვთ.

მსგავსი