უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, სპეციალური ოპერაციების ძალებმა მწყობრიდან გამოიყვანა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის არმიის ლოგისტიკური ობიექტები
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, სპეციალური ოპერაციების ძალებმა მწყობრიდან გამოიყვანა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის არმიის ლოგისტიკური ობიექტები.
კერძოდ, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურში აცხადებენ, სპეციალური ოპერაციების ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჩაატარეს სპეციალური მოქმედებები, რის შედეგადაც მწყობრიდან გამოყვანილია ლოგისტიკური ობიექტები, რომლებიც რუსეთის არმიის დანაყოფების ფუნქციონირებას და მომარაგებას უზრუნველყოფს.
შეიარაღებული ძალების განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რომელი ობიექტები გახდა სპეციალური ოპერაციების ძალების სამიზნე, თუმცა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობებით, საუბარია დარტყმებზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე ჯანკოისა და კრასნოგვარდეისკში.