უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსებს კუპიანსკის აღება სურთ, გარშემო ძალები შეკრიბეს და მცირე ჯგუფებად მოქმედებენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსებს კუპიანსკის აღება სურთ, გარშემო ძალები შეკრიბეს და მცირე ჯგუფებად მოქმედებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კუპიანსკის მიმართულებით სიტუაცია დაძაბულია.
რუსეთმა ძალები რადკოვკასა და გოლუბოვკას გარშემო შეკრიბეს და მცირე ჯგუფებად გადაადგილდებიან.
როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, აღნიშნული ჯგუფები ხშირად სამოქალაქო ტანსაცმლით იმოსებიან და ომის დანაშაულებს სწორედ ასე ჩადიან.
ამასთან, შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ბრძოლა იმ ზონაში მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთი „კონტროლირებადს“ უწოდებს. აღნიშნავენ, რომ ბრძოლა დინამიკურია და დასკვნების გაკეთება ნაადრევია.
„ჩვენი ჯარისკაცები მტრის თავდასხმებს ბლოკავენ და მათ ანადგურებენ. ბრძოლა დინამიკურია, „სრული კონტროლის“ შესახებ განცხადებების გავრცელება ნაადრევია. ბრძოლა გრძელდება. ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.