უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, კიევზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა განახორციელეს, საჰაერო შეტევის მანიშნებელი განგაში გამოცხადებულია უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, კიევზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა განახორციელეს, საჰაერო შეტევის მანიშნებელი განგაში გამოცხადებულია უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე

ცოტა ხნის წინ უკრაინის დედაქალაქში აფეთქების ხმა გაისმა. როგორც უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო იუწყება, ქალაქზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს.

კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იუწყებიან, რომ კიევზე შეტევა ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს. მათვე ცნობით, „კალიბრის“ ტიპის რაკეტები ასევე გაუშვეს უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში. საჰაერო შეტევის მანიშნებელი განგაში გამოცხადებულია უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე.

აღნიშნული შეტევის შესახებ ინფორმაცია მაშინ ვრცელდება, როდესაც უკრაინაში ვიზიტით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა იმყოფება. ის უკრაინის ხელისუფლებასთან აფრიკული სამშვიდობო ინიციატივის განხილავს აპირებს. რამაფოსა უკვე ბუჩაშია.